logo
ENG



ზარქუას მტკიცებით, რეალურად, სენატორ შაჰინის შეურაცხყოფის მიზანი "ნამდვილად არ ჰქონია"

17 ნოე 202220:52
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ რეალურად, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის შეურაცხყოფის მიზანი არ ჰქონია. მან დღეს შაჰინს "ჩათლახი" უწოდა.

მისივე მტკიცებით, ჟურნალისტებთან "სხვა კონტექსტში ხუმრობდა".

"დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:

1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ის სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ. მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P. S. როგორც წესი, ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია", - წერს ზარქუა.

დღეს, 17 ნოემბერს ზარქუამ ამერიკელ სენატორს "ჩათლახი" უწოდა. ჟურნალისტმა მას შაჰინზე კითხვა დაუსვა, ზარქუამ კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა.


close დახურვა